saqarTvelos uReltexilebi - saoWios uReltexili
კოორდინატები | 42°49`50` ჩ. გ. 42°15`45` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2696 მ |
ქედი | ეგრისის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2696 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. აკავშირებს მდინარე ხობისწყლის ხეობას მდინარე თხეიშის (ენგურის აუზი) ხეობასთან.